წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე პლანეტების მხატვრული ნიმუშები შექმნეს
18-12-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასში აქტივობებით დატვირთული ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილილის თემა იყო - „მზის სისტემები“.
მოსწავლეებს მასწავლებელი მაია კაკაბაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გამოცანების მიხედვით პლანეტების გამოცნობამ და მათმა თანმიმდევრულად დალაგებამ, რასაც ბავშვები დიდი ხალისით აკეთებდნენ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თითოეულ პლანეტაზე და შექმნეს მათი მხატვრული ნიმუშები.