ხონის N2 საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს
17-12-2019
ხონის N2 საჯარო სკოლაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -„ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა დამზადება“ წარმატებით მიმდინარეობს.
პროექტში ხონის N2 სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ. პროექტს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მანანა გაბელია და ლელა კიკნაველიძე და ხელოვნების მასწავლებელი, ია კინწურაშვილი, ხელმძღვანელობენ.
პროექტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და საგამოფენო სივრცეში ექსკურსია მოეწყო.