ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ პრეზენტაციები მოამზადეს
17-12-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ „ეკო-vision“ -ის წევრებმა თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი" პრეზენტაციები მოამზადეს.

„მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთელობა ადამიანისათვის ფასდაუდებელი სიმდიდრეა. იგი წარმოადგენს სიცოცხლის ხარისხის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. სწორედ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე კლუბ „ეკო-vision“ -ის წევრებმა, ბოლო სამუშაო შეხვედრაზე, დაგეგმეს პროექტი - კვირეული „ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა“. პირველ თემად აირჩიეს „ჯანსაღი ცხოვრების წესი",- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

კლუბის წევრებმა  თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო მასალა მოამზადეს, როგორც პოწერ-პოინტ-ის, ასევე ვიდეო-რგოლის სახით. შეხვედრა, ქალაქ ვალის საზოგადოებრივ ცენტრში დაიგეგმა, მასზე დასასწრებად ქალაქ ვალის N1 და N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც იყვნენ მოწვეული.

შეხვედრას  სამივე საჯარო სკოლის წარმომადგენელი მოსწავლეები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობაც ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა ამომწურავად ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე, შეხვედრის წამყვანებს აუდიტორიისათვის ასევე მომზადებული ჰქონდათ ე.წ. „ენერჯეიზერები“, რითაც პროცესი უფრო სახალისო გახადეს.

„ყველაფერმა შესანიშნავად ჩაირა, რაზეც დამსწრეთა მიერ გაკეთებული უკუკავშირი მეტყველებდა. ვფიქრობთ, ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...