თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ასურეთი - ელიზაბეტტალი, ჩემი ევროპული სოფელი“ ჩატარდა.
ღონისძიება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას მიეძღვნა.
„მე-5, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ევროპის საბჭოზე გერმანულად ისაუბრეს, როგორც ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციაზე, მის ფასეულობებზე, აგრეთვე სოფელ ასურეთზე, როგორც ყოფილ გერმანულ სოფელზე, რომელსაც ამშვენებს გერმანული არქიტექტურული შენობები და ლუთერანული ტაძარი.
პატარებმა გერმანულ ენაზე ისაუბრეს თუ რატომ არის მიმზიდველი ჩვენი სოფელი ტურისტებისათვის.
მოსწავლეებმა დაამზადეს ევროკავშირის დროშები, გააფერადეს პოსტერები, შემოგვთავაზეს მხიარული გამოცანები. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა გერმანული ენის პედაგოგი ქეთევან მიქიაშვილი“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები