ხალას საჯარო სკოლაში V-VI კლასის მოსწავლეთათვის მათემატიკის წრე შეიქმნა
26-11-2019

სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას საჯარო სკოლაში V-VI კლასის მოსწავლეთათვის მათემატიკის წრე შეიქმნა.

წრეს მათემატიკის მასწავლებელი ნანა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს.

„საწრეო მუშაობა მათემატიკაში მიზნად ისახავს  მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევას მათთვის  რთულად  შესათვისებელ საკითხებზე.  ეს მეცადინეობები მათ დაეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებასა და მათემატიკური  უნარ- ჩვევების ამაღლებაში . ასეთი მუშაობები ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მათი მოტივაციის  ზრდას  და აძლიერებს სწავლის სურვილს.

როგორც აღმოჩნდა  მოსწავლეებში რთულად შესასწავლი საკითხი იყო: მთელ რიცხვებზე მათემატიკური მოქმედებების შესრულება, პიქტოგრამებსა და სვეტოვან დიაგრამებზე მუშაობა, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, კროსვორდების შევსება, ამიტომაც გადავწყვიტე  ამ მხრივ დახმარება გამეწია მათთვის. 

დაგეგმილი  მეცადინეობები  ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითანალიზის, მოსწავლეთა დაკვირვებისა და კვლევა-ძიების  უნარის განვითარებას  ცალკეული საკითხების დასამუშავებლად, რაც თავისთავად აისახება  მათ პიროვნულ  განვითარებაზე. 

ჩატარებულია ყველა დაგეგმილი მეცადინეობა,“- ნათქვამია წრის ხელმძღვანელის განცხადებაში.

წრის გეგმა იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203