„ერთად ვიზეიმოთ წარმატება!“- კერძო სკოლა „ანაბასისში“ ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი
16-12-2019

ერთად ვიზეიმოთ წარმატება!“- ზესტაფონის კერძო სკოლაანაბასისის დირექციის და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით სასიამოვნო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. წარმატებული მოსწავლეები საზოგადოების წინაშე წარსდგნენ, შემდეგ კი საზეიმოდ გაჭრეს ტორტი.

„სასკოლო საზოგადოების წინაშე წარსდგნენ მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი ნიჭიერებით და შრომისმოყვარეობით სკოლის გარეთ გამართულ ღონისძიებებში მიაღწიეს წარმატებას და ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი თავი და მშობლიური სკოლა. სიმბოლურად წითელ ხალიჩაზე იდგნენ „ანაბასისელები“ - მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ „აპოლონში“ გამარჯვებულები, იტალიაში გამართული სამუსიკო ფესტივალის მონაწილე, ევროპის ფინალისტი სამბოში, რაიონში გამართული ჭადრაკის ჩემპიონატის გამარჯვებულები, მათემატიკური ფესტივალი 2019 რესპუბლიკის მასშტაბით მე-3 ადგილის მფლობელი და რეგიონის საუკეთესო გუნდი, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გამართული ხატვის კონკურსის გამარჯვებული, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების მიერ ორგანიზებულ კონკურში საუკეთესო პროექტების ავტორები, ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული მოსწავლეები, „რა, სად, როდის 2019“ პირველი ადგილის მფლობელი გუნდი. წარდგენის შემდეგ მოსწავლეებმა საზეიმოდ გაჭრეს ტორტი, რომელსაც ეწერა - „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“.

სკოლა „ანაბასისი“ ამაყობს თავისი აღზრდილებით და კიდევ მრავალ წარმატებას ელოდება თავისი ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეებისაგან! მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს სასკოლო კულტურის განვითარებას.

სასკოლო კულტურა ყალიბდება ადამიანების გამოცდილების შედეგად და წარმოადგენს სკოლის წევრების მიერ გაზიარებულ ფასეულობებსა და ქცევის წესებს, რომელიც აღიარებულია სკოლის წევრთა უმრავლესობის მიერ.
„ანაბასისი“ ნამდვილად არის „მომავლის სკოლა, რომლის მიზანი მოსწავლეებში მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდაა, რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში თვითმოქმედებას, ინიციატივას, შეუპოვრობას" (დიმიტრი უზნაძე)“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...