ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თაიას საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდების ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
„ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება ვითარდება, მაგრამ ამავდროულად ახალგაზრდების ჩართულობის ხარისხი არ იზრდება, განსაკუთრებით მუნიციპალურ დონეზე, რაონებში, სამწუხაროდ ახალგაზრდებს არ აქვთ აქტიური მონაწილეობის საშუალება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება სკოლიდანვე, ამ კუთხით, ჩვენი სკოლა ხშირად ახორციელებს გარკვეულ პროექტებსა და აქტივობებს. ერთ-ერთი იყო: იმიტირებული არჩევნები, რომლის მიზანიც იყო სწორი კრიტერიუმებით ობიექტური შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება,“-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებმა სხვადასხვა როლები გადაინაწილეს და არჩევნები თვალსაჩინოდ წარმოადგინეს. მოსწავლეებისთვის აქტივობა სახალისო და ამავდროულად ინფორმაციული იყო.
იხილეთ ფოტოები