დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
17-12-2019

აჭარაში მცხოვრებ 341 წარჩინებულ მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა. მათ შორის იყვნენ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თათია ფუტკარაძე, სანდრო ჯიჯავაძე და ნუცა ბახტაძე.

ახალგაზრდებს საჩუქრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცეს.

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება.

პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...