ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია
16-12-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლო ღონისძიების სამზადისში აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები საახალწლოდ სააქტო დარბაზს დეკორატიულად აფორმებენ.
„მოსწავლეებმა უკვე დადგეს ნაძვის ხე, რომელსაც რთავენ სათამაშოებით და განათებებით, აფორმებენ დარბაზს, სწავლობენ ლექსებს, სიმღერებს, დგამენ ცეკვებს და სკეჩებს. მათ უხარიათ საახალწლო კარნავალში მონაწილეობა. ნატრობენ საახალწლოდ თოვლის მოსვლას და ელოდებიან თოვლის პაპასგან საჩუქრებს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.