დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა მოაწყვეს
16-12-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა დაამზადეს სხვადასხვა ფერის სამოსში გამოწყობილი თოჯინები, ფუმფულა თოვლის პაპები, დათუნიები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ერთად თავმოყრილი უამრავი სათამაშოს ნახვით გამოწვეული სიხარული დიდხანს გაჰყვებათ პატარებს.
მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი დამრიგებლები: გულნარა ნინიძე, მადლენა ხოჭოლავა, ნანა კვაჭაძე, ნატო ჭანტურიშვილი, ნინო გათენაძე, მარინე ჩხეიძე, ნათელა ბაგრატიონი, ნატალია დიასამიძე. ხელოვნების პედაგოგი- ნათია დევაძე, მუსიკის პედაგოგი -მაია ოტროხი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს