მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრები მერის თანაშემწეს ახალაზრდულ საკითხებზე, ადილ ალიოღლუს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი იყო მუნიციპალიტეტში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე, პრობლემების დაძლევის გზებზე და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ბუნებრივი და სოციალური გარემოს სასიკეთოდ.
„მარადისელებმა დამსწრეს გააცნეს ის საქმიანობები, რომლებიც ახორციელებენ კლუბის დაარსების დღიდან.
ადილ ალიოღლუს თქმით, ასეთ შეხვედრებს უნდა მიეცეს ინტენსიური ხასიათი, თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმოს მასშტაბური დასუფთავების აქციები, ტრენინგ-სემინარები, მომზადდეს ბანერები და სამწუთიანი ვიდეოები გარემოსდაცვითი მოწოდებებით.
ადილ ალიოღლი მონაწილეობას მიიღებს ყველა და იმ აქტივობაში, რომლებიც დაიგეგმება სკოლებისა და ახალგაზდების მიერ და რომლებიც ხელს შეუწყობს გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-17 მიზანს (თანამშრომლობა). სკოლა პროექტებს ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ახორციელებს.