ეშტიის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ახლომდებარე ხეებზე ჩიტის ბუდეები მოაწყვეს
16-12-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ წევრებმა კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარების მიზნით - „მთის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს.
„ეშტია“ მაღალმთიანი სოფელია და ბუნებრივ პირობები აქ არ არის ხელსაყრელი. მიუხედავად ამისა, ფრინველთა რამდენიმე სახეობა ზამთარშიც აქ რჩება“, - წერს სკოლა.
სწორედ ფრინველთა ამ სახეობების დახმარების მიზნით მონაწილეებმა რამდენიმე თავშესაფარი - ჩიტის ბუდე-სახლი ააშენეს, რომლებიც სკოლის მიმდებარე ხეებზე დაამაგრეს.
„ცხოველებზე და ფრინველებზე მზრუნველობა ჩვენი მოვალეობაა“, - წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს