თბილისის N108 საჯარო სკოლის VII-X კლასებში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, ჩაატარეს პროექტი „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, რომელიც სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავდა.
„საქართველო- ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა-გზა ევროპისაკენ.
ღონისძიებები ეძღვნებოდა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ნებისმიერი სახის ზეწოლის აკრძალვას ბავშვზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და თანასწორობას. ჩატარდა დისკუსიები, პრეზენტაციები, ნახატების კონკურსი, სპორტული აქტივობები.
მოსწავლეებმა ისაუბრეს განსხვავებულობის ხელშეწყობასა და მიმღებლობის შესახებ. აქტივობები ემსახურება ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას, თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაციას, რაც მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის. აღნიშნული ღონისძიებები ყველა მოსწავლის დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას შეუწყობს ხელს,“- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები