ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVა კლასში (დამრიგებელი ელისო მეტრეველი), მშობელთა ჩართულობით, კლასის საათი - „ბედნიერებავ, დაუშრეტელ მდინარედ იდინე! ჩატარდა.
კლასის საათი დამდეგ ახალ, 2020 წელს მიეძღვნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად საახალწლო აქსესუარები შექმნეს. აქვე მოხდა „საიდუმლო სანტას“ გათამაშება მოსწავლეებმა სიხარულით მიიღეს სიმბოლური საჩუქრები სანტასგან.
„აღსანიშნავია, რომ წინასაახალწლო განწყობა დაისადგურა სტუმრებში, ზეიმით გააცილეს ძველი და იმედით შეხვდნენ ახალ წელს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები