ფერიის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო - „თქვან აღასრულა მან თვისი ვალი“ გაიმართა
16-12-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლაში ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, დაბადებიდან 182-ე და გარდაცვალებიდან 112-ე წლისთავს ლიტერატურული საღამო „თქვან აღასრულა მან თვისი ვალი“ მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საღამომ საინტერესოდ ჩაიარა.
„საღამოს მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის, როგორც ერის სულიერი მამის, საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და პოეტის, მწერლის კიდევ ერთხელ შეხსენება მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის და მისი როგორც ერისკაცისა და წმინდანის მნიშვნელობა ქართველი ერის ცხოვრებაში“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
საღამო ქართული ენის კათედრამ (მასწავლებლები: ი. აშმეიბა, ნ.სურგულაძე) X-XI კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს