ბარეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „მულტიკულტურული საქართველო“ ხორციელდება
16-12-2019
წალკის მუნიციპალიტეტის ბარეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „მულტიკულტურული საქართველო“ ხორციელდება.

სკოლის პედაგოგმა, ნანა დევდარიანმა, პროექტის პრეზენტაცია მოამზადა.

პროექტის მიზანი სასკოლო ინიციატივების დაფინანსების გზით მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის და სასკოლო გარემოს განვითარების ხელშეწყობაა.

სკოლამ დაფინანსება სასკოლო ინიციატივების წახალისების ფარგლებში „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში მიიღო.

პროექტის ავტორები სკოლის დირექტორი ნინო წიფიანი და დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნინო დევდარიანი არიან.

პროექტი საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ორგანიზატორი ევროპის აკადემიური ცენტრია.

იხილეთ საპრეზენტაციო ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203