„მშობელთა მმართველობის დღე“ - კერძო სკოლა „დავითიანში“ ტრადიცია დაინერგა
16-12-2019
ბოლნისის კერძო საშულო სკოლა „დავითიანში“ სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის მიზნით, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და დასაახლოებლად ტრადიცია - „მშობელთა მმართველობის დღე დავითიანში“ დანერგეს.

ამავე დღეს სასკოლო ტელევიზიის საავტორო გადაცემა „ბარიერის“ პრეზენტაცია - „გულახდილი საუბარი მშობლებთან“ გაიმართა.

„მშობლის თვალით დანახული სასკოლო ცხოვრება. 22 ნოემბერი - უჩვეულო დღე სკოლა „დავითიანის“ ცხოვრებაში. სასწავლო პროცესში ჩართულობის მიზნით, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და დასაახლოებლად ტრადიცია - „მშობელთა მმართველობის დღე დავითიანში“ დავნერგეთ.
სკოლა „დავითიანი“ მუდმივად გთავაზობთ სიახლეებს, რაც ემსახურება მოსწავლეებისთვის ხალისიანი, საინტერესო, განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203