სენაკის N1 სკოლამ გაკვეთილი-ექსკურსია „ჩემი მხარის ღირშესანიშნაობები“ მოაწყო.
ექსკურსია ითვალისწინებდა მარტვილის მონასტრის, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის მონახულებას.
ექსკურსია რუსული სექტორის IV კლასში მოეწყო.
მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი - ნესტან გოგოხია
მიზანი: საქართველოს ისტორიისადმი ფასეული ღირებულებების ჩამოყალიბება, ვიზუალური აღქმისა და ანალიზის უნარების განვითარება.
გაკვეთილის ამოცანები:
1. თეორიის ფრაქტიკასთან დაკავშირება
2. მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება
3. მოსწავლეებში დამოუკიდებლობის და ორგანიზებულობის უნარების განვითარება
4. საქართველოს ისტორიის წარსულის მიმართ პატივისცემის უნარების ჩამოყალიბება: მოსწავლეთა მსოფმხედველობის ფორმირება, ცხოვრებისეული დაკვირების ზრდა; ახალ სიტუაციაში ცოდნის გამოყენების უნარების განვითარება.