ვალის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა სადამრიგებლო საათი საზოგადოებრივ ცენტრში ჩაატარა
13-12-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის დამრიგებელმა ეთერ გოგოლაძემ სადამრიგებლო საათი საზოგადოებრივ ცენტრში დაგეგმა და ჩაატარა თემაზე: გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება“.

„როგორ ჩამოვყალიბდეთ ტყის ქომაგად“-ამ სახელწოდებით ჩატარებული შეხვედრის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება, კულტურული და შემოქმედებითი აზროვნების განვითრება იყო.

შეხვედრა დატვირტული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობებით, როგორიცაა: ტექსტის გააზრება, როლური თამაში, ჩანახატის და ნახატის შექმნა, მწვანე ჯაჭვი, ხელები.

შეხვედრა საინტერესო გამოვიდა, რაზეც მონაწილეთა მიერ შევსებული თვითშეფასების კითხვარი მეტყველებდა.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203