ჩარდახის საჯარო სკოლის მოსწავლეს ხატვის კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
13-12-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე გიორგი ხიზანიშვილი კონკურსში - „ნახატები ბიბლიურ თემაზე მონაწილეობდა.

თბილისში,  სამების საკათედრო ტაძარში კონკურსის დასკვნითი ეტაპი-მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.

„დასკვნით ღონისძიებამდე გიორგი ხიზანიშვილმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ტურში. გიორგი თითოეული ტურისთვის გულმოდგინეთ ემზადებოდა, ბევრს ხატავდა. მეცადინეობაში მას ეხმარებოდა ხელოვნების მასწავლებელი რუსუდან სარსევანიძე-შოშიტაშვილი. გიორგის გადაეცა სიგელი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203