ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს
13-12-2019
ახალციხის N5 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, საგაკვეთილო თემიდან გამომდინარე, თავიანთ საკლასო ოთახში გამოფენა მოაწყვეს.

კლასის ხელმძღვანელი ნინო გელაშვილია.

საგამოფენო სივრცე მრავალფეროვანი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა ძველი ქართული სამოსი, მუსიკალური ინსტრუმენტები და თიხის ჭურჭელი წარმოადგინეს.

გამოფენაზე სხვადასხვა წელს გამოცემული ხელნაკეთი და ილუსტრირებული წიგნებიც იყო წარმოდგენილი.

მოსწავლეებმა მათივე შექმნილი და გაფორმებული ხელნაწერი წიგნებიც გამოფინეს.

საკლასო მუზეუმს დასათვალიერებლად სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203