წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის წევრებმა შობა-ახალი წლის ტრადიციებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს
13-12-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა ალბიონი მორიგი მეცადინეობა მიუძღვნა შობისა და საახალწლო ტრადიციების აღნიშვნას.

„კლუბის წევრებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია და PP-ში მომზადებული სლაიდებით წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. კლუბის მეცადინეობას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, კლუბის მეურვე ლელა მანდარია და ინგლისურის მასწავლებლები.

სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა კლუბის ხელმძღვანელს და მოსწავლეებს აქტიური და საინტერესო მუშაობისათვის“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203