სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნახატების კონკურსში მონაწილეობდნენ
13-12-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამღერეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სამების საკათედრო ტაძარში ბიბლიურ ნახატების კონკურსში მესამე, დასკვნით დაჯილდოებაზე, იმყოფებოდნენ.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორი მოსწავლე ეთნიკურად აზერბაიჯანელია, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება ნახატების სახით ბიბლიიდან წარმოადგინეს, რაც ადასტურებს სკოლაში თანასწორობისა და ტოლერანტობის მაღალ კულტურას. ვულოცავთ ამ წარმატებას, ვუსურვებთ უამრავ სამოქალაქო ღირებულებების უნარების წარმოჩენას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მთელი პროექტის ფარგლებში მოსწავლეების წარმატებაზე ზრუნავდნენ და გზას უკაფავდნენ ხატვის პედაგოგი მარიამ წიკლაური და დამრიგებელი ლალი აბულაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს