იანეულის სკოლის - ისტორიის, ქართული და უცხო ენის ფილოლოგიის კათედრამ, ჩაატარა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორია, მეფეები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით - საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.
მათ ასევე ნახეს ვიდეო რგოლები, სადაც საუბარია 26 მაისზე და რამდენიმე ისტორიული ეპოქაა გადმოცემული ფარნავაზიდან - დღემდე, სახელმწიფოს ჩამოყალიბება, დამწერლობის შექმნა, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, საქართველოს კონსტიტუციის შექმნა, 9 აპრილი და დამოუკიდებლობის აქტის შედგენა.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მოისმინეს საქართველოს ჰიმნი.
იხილეთ ფოტოები