ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „უთხარი არა მავნე ჩვევებს“ განახორციელეს
13-12-2019
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „უთხარი არა მავნე ჩვევებს“ წარმატებით განახორციელეს.
მოსწავლეებს კლასის დამრიგებელი, ნანა ტურძელაძე, ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს, სადაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და სიგარეტის მავნე ზემოქმედებაზე ისაუბრეს.
პროექტი საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს