ხალას საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასაწყისში მათემატიკის წრე შეიქმნა
27-11-2019

სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას საჯარო სკოლაში, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეთათვის მათემატიკის წრე შეიქმნა.

წრის ხელმძღვანელია მათემატიკის მასწავლებელი ნანა ლორთქიფანიძე. 

პედაგოგის თქმით, მათემატიკაში საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევას მათთვის რთულად შესათვისებელ საკითხებზე.

„მეცადინეობები მოსწავლეებს დაეხმარებათ მიღებული ცოდნის განმტკიცებაში და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებასა და მათემატიკური უნარ- ჩვევების ამაღლებაში. ასეთი მუშაობები ზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობას, განაპირობებს მათი მოტივაციის ზრდას და აძლიერებს სწავლის სურვილს.

როგორც აღმოჩნდა მოსწავლეებში რთულად შესასწავლი საკითხი იყო შეკრება-გამოკლება, ცხრილებზე მუშაობა, გეომეტრიული ფიგურები, ამოცანის პირობის სწორად გააზრება-გაგება და მოხსნა. ამიტომაც გადავწყვიტე ამ მხრივ დახმარება გამეწია მათთვის. 

მეცადინეობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითანალიზის, მოსწავლეთა დაკვირვებისა და კვლევა-ძიების  უნარის განვითარებას ცალკეული საკითხების დასამუშავებლად, რაც თავისთავად აისახება მათ პიროვნულ  განვითარებაზე“,- ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.

პედაგოგის თქმით, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები მათემატიკის წრეში ხალისით მეცადინეობდნენ.

წრის ფარგლებში ყველა დაგეგმილი შეხვედრა ჩატარებულია.

გთავაზობთ წრის გეგმას

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203