ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს
13-12-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს. მოსწავლეებმა საქველმოქმედო ყუთი მოამზადეს და  გოგონას, რომელსაც ლეიკემია აღმოაჩნდა, თანხა შეუგროვეს.

„ჩვენი კუთხის სტუდენტ გოგონას - ხატია პარუნაშვილს აღმოაჩნდა ლეიკემია, ამჟამად თურქეთის საავადმყოფოში მკურნალობს, მას ესაჭიროება დიდი თანხა და შესაბამისად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გამოიჩინეს ქველმოქმედების სურვილი და მოაგროვეს თანხა. მადლობა მათ ამისათვის, მისაბაძია ყველასათვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203