გეგუთის N2 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ვაზის სიმფონია“ ჩატარდა
13-12-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე - „ვაზის სიმფონია“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-6 კლასის დამრიგებელმა ნანა ჯიქიძემ და მოსწავლეებმა  დემურ გურგენიძემ, დემურ კუხიანიძემ, მარიამ ურუშაძემ, გვანცა ხოჯავამ და მე-9 კლასელმა თამარ ხოჯავამ საინტერესოდ წარმოადგინეს ქართული ვაზის ისტორია.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, შეასრულეს საგალობლები და ქართული ცეკვები. ღონისძიების დეკორაციად გამოიყენეს თავიანთი შექმნილი ნამუშევრები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203