„მოვეფეროთ გარემომცველ ბუნებას“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მეორეკლასელებს ბუნების მნიშვნელობაზე მინი-ლექცია ჩაუტარდათ
13-12-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებს ბუნების მნიშვნელობაზე მინი-ლექცია ჩაუტარდათ.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ხათუნა ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა.

„მოვეფეროთ გარემომცველ ბუნებას, რათა უკეთ შევიგრძნოთ და აღვიქვათ იგი“ -ასეთი კრეატიული წინადადება შესთავაზა მე-2 კლასის მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილზე მასწავლებელმა ხათუნა ქუთათელაძემ. მოსწავლეებს ჩაუტარდათ მინი-ლექცია ბუნებაზე და მის სასარგებლო თვისებებზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

კლასში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებმა ბუნების რვეულებში, მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე, შესაბამისი სავარჯიშოები შეავსეს და ნახატები დახატეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203