ვანის N2 სკოლაში გარემოს დაცვის დღე აღნიშნეს. მე-9 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი-ლია წულუკიანი) ამ დღესთან დაკავშირებით, წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, სადაც ხაზი გაუსვეს ბუნების დაცვის აუცილებლობას. ''ერთად ვიზრუნოთ გარემოზე'' ამ სლოგანით მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს. პოსტერზე ნაჩვენები იყო, თუ რა დრო სჭირდება ნარჩენების დაშლას და რა მნიშვნელოვანია ნარჩენების ურნაში ჩაგდება.
''გარემოს დაცვის დღე 1972 წელს დაწესდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ჩვენს სკოლა ძალიან საინტერესო გაკვეთილით შეუერთდა ამ მნიშვნელოვან დღეს. აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ გარემომცველ ბუნებაზე,'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს