წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა წაკითხული წიგნების შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს
12-12-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ სწავლანის წევრებმა (VII და VII კლასის მოსწავლეთა ჯგუფი) სკოლის ბიბლიოთეკაში წაკითხული წიგნების პრეზენტაცია წარადგინეს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი-ფაქიზო ფანჩულიძე და კლუბის მეურვე დარეჯან ლაჭყეპიანი.

„მოსწავლეებმა საინტერესოდ გადმოსცეს თითოეული ნაწარმოების მოკლე შინაარსი (ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“, როალდ დალის „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილები“, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ო.ჰენრის „მოგვების ძღვენი“, გ.ლეონიძის „ნატვრის ხე“, ოტია იოსელიანის „მუხლზე დაწერილი ბარათები“, ჯერომ დევიდ სელაჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“),  მთავარი სათქმელი და საკუთარი მოსაზრება ტექსტში წარმოდგენილი პრობლემის შესახებ. სკოლის დირექტორმა შეაქო მოსწავლეები და წარმატებები უსურვა მათ“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203