ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილზე კინორეჟისორი გიორგი უღრელიძე მიიწვიეს
12-12-2019

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში V კლასმა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების - „ჩხიკვთა ქორწილის პრეზენტაცია კომბინირებულად - ქართულ და ინგლისურ ენებზე მოამზადა.

„მოსწავლეებმა იხილეს ვიდეომასალა, რის შემდეგაც მოხდა ანიმაციური ფილმის განხილვა. მათ მოწვეული ჰყავდათ კინორეჟისორი გიორგი უღრელიძე.

მოსწავლეებმა კინორეჟისორს დაუსვეს საინტერესო შეკითხვები და აქტიურად ჩაერთნენ პრეზენტაციის პროცესში. პატარებმა სტუმარი თავიანთი ცოდნითა და არტისტიზმით მოხიბლეს და გაახალისეს. მათი დამრიგებელი ნანა ნალაყმაძეა“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.   

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203