ბათუმის N23 საჯარო სკოლაში ისტორიის მოყვარულთა კლუბის შეხვედრაზე 2008 წლის ომსა და შინდისის გმირებზე ისაუბრეს
12-12-2019

ბათუმის N23 საჯარო სკოლაში, არაფორმალური განათლების მიზნით, ისტორიის მოყვარულთა კლუბ ,,მამულიშვილნის“ მორიგი შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის თემა იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და შინდისის გმირები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ომზე, კონფლიქტზე, გამოკვეთეს კონფლიქტის მიზეზები და ისაუბრეს შედეგებზე. ასევე ნახეს და გააანალიზეს დოკუმენტური ფილმი „შინდისის გმირები“ და დაგეგმეს შემდეგი შეხვედრის აქტივობები - გმირების მემორიალის ნახვა და  პატივის მიგება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203