ახოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
08-01-2020
ქედის მუნიციპალიტეტის, ახოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის“ გაიმართა.
თამაშში IX, X, XI კლასების გუნდები: „ლილე“, „იბერია“ და „საზრიანები“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში აქტიურად ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
თამაში X კლასის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მანამდე სკოლაში ინტელექტუალური თამაშის პირველი შეხვედრა შედგა, რომელშიც, ასევე, სამი გუნდი: მე-9 კლასის "იბერიელები", მე-10 კლასის "ლილე" და მე-12 კლასის "საზრიანები" მონაწილეობდა. პირველი შეხვედრა "ლილეს" გამარჯვებით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს