კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა საქართველოს ზოოლოგიის მუზეუმი მოინახულეს
12-12-2019
ბიომრავალფეროვნების და გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში, ბოლნისის კერძო საშულო სკოლა „დავითიანის“ თვითმმართველობის ორგანიზებით, მოსწავლეებთან შეხვედრა ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების წინაშე არსებული საფრთხეები, ნარჩენების მართვა. 

ასევე მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს ზოოლოგიის მუზეუმი, სადაც დეტალურად გაეცნენ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, ცხოველებისა და მცენარეების ენდემურ ჯიშებს.

„აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს მოსწავლეებში საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციას, ცნობიერების ამაღლებას და მისი მნიშვნელობის გაგებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203