ლომატურცხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს
12-12-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ლომატურცხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგ ტათევიკ ტონოიანის ხელმძღვანელობით, მშობლიური ენის ანბანის სწავლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს.
პირველკლასელებს საკლასო ოთახში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მათ ფერადი ბუშტებითა და ტკბილეულით გაფორმებული საკლასო ოთახი დახვდათ.
მოსწავლეებმა ასევე სახალისო და საინტერესო აქტივობები განახორციელეს და ანბანის სწავლა საზეიმო განწყობით დაიწყეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს