ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრს ესტუმრნენ
12-12-2019
ხელვაჩაურის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები წითელი ჯვრის საზოგადოების ბათუმის ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდნენ.

მოსწავლეები ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრს საახალწლო გასართობი პროგრამით ეწვივნენ. მათ ადგილზე სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები და ხანდაზმულთა ცენტრის ბენეფიციარები ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ.

მოსწავლეებს პედაგოგი თეონა აბაშიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203