
ყვარლის მუნიციპალიტეტის ჭიკაანის საჯარო სკოლის V კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის საინტრესო გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „გახარებული მზე“, გაიმართა დისკუსია თემაზე: „სამართლიანად დასაჯა თუ არა მამამ შვილი“.
მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარადი ვეფხვიაშვილი ხელმძღვანელობდა.
„მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო დისკუსიის ჩატარების ფორმატი აღმოჩნდა. აუდიტორიაში იმყოფებოდა 8 მოსწავლე, დანარჩენები კი - დარბაზში.
ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და საკუთარი მოსაზრება არგუმენტებით გაამყარეს. მათ თავიანთი ცხოვრებიდან გაიხსენეს ამბავი, როცა თავი დამნაშავედ იგრძნეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვობა ყველაზე ლამაზი პერიოდია ცხოვრებაში“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები