დილისკის N1 სკოლაში მეათე და მეთერთმეტეკლასელების მონაწილეობით ვიქტორინა გაიმართა
09-06-2017
დილისკის N1 სკოლაში მეათე და მეთერთმეტეკლასელების მონაწილეობით, ვიქტორინა გაიმართა. ვიქტორინისთვის მზადება მოსწავლეებმა ორი კვირით ადრე დაიწყეს, მოიძიეს და შეისწავლეს საქართველოს შესახებ მათთვის უცნობი ფაქტები, გაიღრმავეს ცოდნა ქართველი და სომეხი მწერლების შემოქმედების შესახებ, შეაჯამეს ქართულ ენაში წლის მანძილზე მიღებული ინფორმაცია.
ერთმანეთს ორი კლასის ხუთ-ხუთკაციანი ჯგუფი დაუპირისპირდა ''ვიქტორია''(XI კლასი) და ''ალტერნატივა'' (X კლასი).
ვიქტორინა ქართულ ენაზე წარიმართა და მისი მიზანი იყო მოსწავლეთა ზოგადი ცოდნის გამოვლენა ქართულ ენაზე, ქართულად მეტყველება, საქართველოს კუთხეების, მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების გაცნობა და გააზრება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს