თელეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო მწერალს შეხვდნენ
12-12-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასში დამრიგებელ ირმა ასლამაზიშვილის ორგანიზებით წიგნის პოპულარიზაციისა და საბავშვო ავტორებთან დაახლოების მიზნით, გასვლითი ღონისძიება - „კითხვის საათი საბავშვო მწერალ ნათია აბულაძესთან ერთად“ მოეწყო.
ღონისძიება ხელოვნების სასახლეში სამუზეუმო ექსპონატების გაცნობით დასრულდა.
საბავშვო ავტორთან შეხვედრა საინტერესო და სახალისო გამოდგა. მოსწავლეები შინ კმაყოფილები დაბრუნდნენ.