რიყეთის საჯარო სკოლაში სასწავლო სოციალური პროექტი განხორციელდა
12-12-2019
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის საჯარო სკოლაში სასწავლო სოციალური პროექტი - „ჩემი სამშობლო“ განხორციელდა.
პროექტი მე-2 და მე-4 კლასებში დაწყებითი კლასების მასწავლებლის, მზიური კოჩალიძის, ხელმძღვანელობითა და მშობელთა აქტიური ჩართულობით შედგა.
„პროექტის მსვლელობას ესწრებოდა ისტორიის მასწავლებელი ნაზიბროლა შანთაძე, მან მოსწავლეებს მოუყვა ჩვენი ქვეყნის მოკლე ისტორია. პროექტი განხორციელდა პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს