ობუჯის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
12-12-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა,  სად, როდის ჩატარდა.

შეჯიბრი სამოქალაქო კლუბის „ქიაჩი“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა და მასში VIII-XII კლასის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ.

ინტელექტუალური შეჯიბრის მიზანი მოსწავლეებში საერთო განათლების, გონებამახვილობისა და ნაკითხობის გამოვლენა იყო.

„შეჯიბრმა ძალზე საინტერესოდ, ხალისიანად და ემოციურად  ჩაიარა. ღირსეული გამარჯვება იზეიმა მე-9 კლასელთა გუნდმა, მეორე ადგილი კი გაინაწილეს მე-12 და მე-10 კლასელთა გუნდებმა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203