„ვისი ან რისი მადლიერი ხარ” - ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მადლიერების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
12-12-2019
ახალციხის N5 საჯარო სკოლის IIIკლასში მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებით ინგლისური ენის მასწავლებლის, მარიამ ნასყიდაშვილის, მიერ ინგლისურენოვანი ღონისძიება სახელწოდებით - “ვისი ან რისი მადლიერი ხარ” ჩატარდა.

ღონისძიების მთავარი გზავნილი მადლიერების გამოხატვის აუცილებლობა იყო.

მოსწავლეებმა ამერიკის მიმართულებით პილიგრიმების მოგზაურობის მოკლე სცენარი წარმოადგინეს, დღესასწაულის თემაზე ლექსები და სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებას სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ.

მადლიერების დღესასწაულს უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად ზეიმობენ . მადლიერების დღე შეერთებულ შტატებში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს ერთად მიირთმევენ. მადლიერების დღეს გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203