კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
11-12-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, პროგრამა მომავლის თაობის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკავშირებით მოამზადეს პრეზენტაციები. ასევე შექმნეს კედლის გაზეთი, რომელშიც ადამიანის უფლებების მთავარ პრონციპებზე და ღირებულებებზე გაამახვილეს ყურადღება.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203