ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ტარდება
11-12-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ტარდება.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში მონდომებით არიან ჩართულნი და ხალისით მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში.

პედაგოგები თანამედროვე მეთოდებით მუშაობენ და მოსწავლეებისთვის ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად ვიზუალურ მასალას იყენებენ.

მოსწავლეები დავალებებზე მუშაობენ ჯგუფურად, რაც ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების წარმოჩენას და გუნდურად მუშაობის უნარის განვითარებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203