წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში თემატური გამოფენა - „ზამთარი“ მოეწყო
11-12-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ხელოვნების კლუბ „მუზამ“ თემატური გამოფენა - „ზამთარი“ მოაწყო.

კლუბის ხელმძღვანელი ინგა გრძელიძეა.

გამოფენაში I - IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ძირითადად პეიზაჟისა და ჟანრული სცენების სურათებზე იმუშავეს და სეზონის შესაფერისი კოლაჟები დაამზადეს.

გამოფენამ მნახველების დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.

„დიდი მადლობა ნორჩ მხატვრებს და მათი ხელოვნების მასწავლებელს, ინგა გრძელიძეს“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203