ახალცხის მუნიციპალიტეტის, საძელის საჯარო სკოლაში ახალი წლისთვის ემზადებიან.
სამზადისში მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც აქტიურად არიან ჩართულები.
მოსწავლეებმა და პედაგოგმებმა საკლასო ოთახები თავიანთი ხელით დამზადებული საახალწლო აქსესუარებით მორთეს, სკოლის დერეფანში ნაძვის ხე დადგეს, სკოლის ფანჯრები მოხატეს, კედელზე - ფერადი ბუშტები, ჭერში კი ანგელოზის ფორმის აქსესუარები ჩამოკიდეს.
შემოქმედებით აქტივობებში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.