წეროვნის N2 საჯარო სკოლაში გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
11-12-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვნის N2 საჯარო სკოლის წმინდა ილია მართლის დარბაზში  გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ცაბაძე იყო.

საღამოზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ გოდერძის ჩოხელის მეუღლე, ნინო, მარნეულის რაიონის, ხოჯორნის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები.

„სკოლა ორენოვანია, და სომეხმა მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის ლექსები. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი თვითშემოქმედება წარუდგინეს სტუმრებს. საღამო თბილ გარემოში წარიმართა“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203