სკრის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში დებატები გაიმართა
11-12-2019
გორის მუნიციპალიტეტის, სკრის საჯარო სკოლის მე-10 კლასში ინგლისურ ენაში თემაზე - „What's Cool In School“დებატები გაიმართა. 

მე-10 კლასის პედაგოგი მარიამ წაქაძეა.

ჯგუფების მიერ წარდგენილი თემებიდან შეირჩა და დამტკიცდა ორი თემა, რომლებზეც მოსწავლეებმა იდებატეს.

მოსწავლეები ორ ჯგუფად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს ჰყავდა თავისი ლიდერი, რომელიც დებატებს უძღვებოდა. მოსწავლეებს საკუთარი პოზიციის დასაცავად არგუმენტები მოჰყავდათ, ასევე, მყარი არგუმენტებით აბათილებდნენ მოწინააღმდეგე გუნდის პოზიციას .

აქტივობა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარებას, ასევე ინგლისურ ენაში ზეპირი მეტყველების გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203