„ჯანსაღი კვება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“ - თბილისის N49 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს
11-12-2019

თბილისის N49 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ თანასწორებას წევრებმა პროექტიჯანსაღი კვება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია ფარგლებში საინტერეს პრეზენტაციები წარადგინეს.

„მოსწავლეებმა მოისმინეს მოწვეული ექსპერტის - ექიმის მცირე ლექცია საკვების შესახებ, ისაუბრეს, გამართეს დისკუსია, ურჩიეს მსმენელებს, თუ რა საკვებია სასარგელო და რომელი იწვევს დაავადებებს. ასევე ისაუბრეს პესტიციდებზე და გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე, ჰაერისა და წყლის დაბინძურებაზე, დაავადებებზე, რომლებსაც იწვევს არაჯანსაღი საკვები, სწრაფი კვების საშიშროებაზე.

ძალიან სასიხარულოა ის, რომ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიპოვეს ლაბორატორიული მონაცემები და საუბრობდნენ ფაქტებზე - ციფრებზე დაყრდნობით.

მადლობა ყველა მონაწილეს. განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში უდგანან ჩვენს კლუბს, ჩვენს საერთო საქმეს. მადლობა მონაწილეებს და დამსწრე სტუმრებს-პედაგოგებს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203